sesxebi

ონლაინ სესხები AllCredit

რა არის სწრაფი სესხი?

ინტერნეტ სესხი, ონლაინ სესხი, ინტერნეტ კრედიტი (online sesxi, sesxebi თქვენ გაქვთ შესაძლებლობა მიიღოთ თანხა სახლიდან გაუსვლელად გარკვეული პირობებით. საქართველოში ფუნქციონირებს რამდენიმე ათეული კომპანია, რომელიც გასცემს ონლასინ (ინტერნეტით) კრედიტს/სესხს. როგორც წესი პირობები ხასიათდება — მაღალი პროცენტით (საკომისიო), მოკლე ვადით და თანხის ლიმიტით, ამასთანავე ხშირად კომპანიები ონლაინ ხელშეკრულების დადასტურებას ითხოვენ იდენტიფიკაციის (მინიმუმ 1 თეთრის ჩარიცხვა პირადი ანგარიშიდან კომპანიის რომელიმე ანგარიშზე) საშუალებით ან რიგ შემთხვევებში იდენტიფიკაციის გარეშე (ზოგი კომპანია თანხას (სესხს) გასცემს ხელზე (ხელზე თანხის/სესხის მიღება).
თუ თქვენ გსურთ აიღოთ გარკვეული თანხის ოდენობა (50 ლარიდან 2000 ლარამდე) მოკლე ვადით (1 დღიდან 31 დღემდე), მაშინ სრწაფი ინტერნეტ სესხი თქვენთვის საუკეთესო ვარიანტია. გახსოვდეთ, რომ არ უნდა გაგიჭირდეთ სესხის ვადაში დაფარვა ან გადავადება.
როგორც წესი, სესხის გაცემა ხდება 15 წუთის ფარგლებში. თანხის მიღების და შემდგომში დაბრუნების საშუალებებს ირჩევთ თქვენ თვითონ.

აღნიშნული სერვისი ძალიან კომფორტულია, რადგან თუ დაგჭირდათ თანხა და გაქვთ იმის გარანტია, რომ მას დააბრუნებთ საკომისიოსთან ერთად (ზოგჯერ სესხი გაიცემა საკომისიოს გარეშე — ზოგი კომპანია თანხას გაცემს უპროცენტოდ) კონკრეტულ ვადაში, სახლიდან გაუსვლელად შეგიძლიათ მიიღოთ ფული თქვენთვის სასურველი ფორმით.

რა უნდა გააკეთოთ სწრაფი სესხის მისაღებად?

სწრაფი სესხის მისაღებად თქვენ შეგიძლიათ შეავსოთ ნებისმიერი საფინანსო კომპანიის განაცხადი ელექტრონულად და ასევე შეავსოთ ჩვენი სწრაფი სესხები განაცხადი, რომელსაც ჩვენ გადავუგზავნით სხვა და სხვა კომპანიებს. ორივე შემთხვევაში კომპანია განიხილავს თქვენს მოთხოვნას. თქვენ დაგჭირდებათ მოთხოვნის დადასტურება- ძირითადად იდენტიფიკაციის საშუალებით (მინიმუმ 1 თეთრის გადარიცხვა პირადი ანგარიშიდან კომპანიის ანგარიშზე) რაც ჩაითვლება ელექტრონულ ხელმოწერად ხელშეკრულებაზე, და რაც ჩაითვლება იურიდიული ძალის მქონედ. თუ კომპანიისგან მოგივათ უარი ეს არ გიშლით ხელს, რომ იგივე განაცხადით მიმართოთ სხვა კომპანიებს. ჩვენ დაგეხმარებით ბევრი კომპანიისთვის ერთდროულად მიმართვაში, რათა არ მოგიწიოთ მრავალი განაცხადის შევსება.
დადებითი პასუხის შემთხვევაში, თანხა მომენტალურად ისახება თქვენს მიერ მითითებულ საბანკო ანგარიშზე.
როგორ უნდა შეარჩიოთ სწრაფი სესხის კომპანია?
პირველ რიგში თქვენ გაქვთ შესაძლებლობა შეადაროთ კომპანიები ერთმანეთს ჩვენი საიტის მეშვეობით https://allcredit.ge/ ყველა მიკრო საფინანსო თუ ონლაინ სესხების ორგანიზაცია ცდილობს მოერგოს კლიენტის მოთხოვნილებებს- დაიმკვიდროს თავისი ადგილი მაღალ კონკურენტულ ბაზარზე. თქვენ თავად შეგიძლიათ გადაამოწმოთ პოტენციურად გასაცემი თანხის ლიმიტები, ვადები და საპროცენტო განაკვეთები.